დღეს, 5 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგი რიგგარეშე სხდომის წინ, 14:45 საათზე, ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება.
საგაზაფხულო სესიის ოფიციალუირად დახურვის შემდეგ ეს რიგით მეორე რიგგარეშე სხდომაა. საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საგაზაფხულო სესია ოფიციალურად 24 ივნისს დახურა.