ქრისტიან-დემოკრატები 2012 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ბლოკის შექმნაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევენ. ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელმომწერი პოლიტიკური ძალები შესაძლოა საარჩევნო ბლოკადაც გაერთიანდნენ.
"2012 წლის გაზაფხული იქნება პოლიტიკური სეზონი. გამოიკვეთება, ვის სურს ბლოკთან ერთად სიარული და ვის დამოუკიდებლად", - აღნიშნა მან.
ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" პოლიტიკური ბრძოლა დამოუკიდებლად უნდა განაგრძონ.