ესტონეთის პრეზიდენტი თომას ილვესი ბათუმშია. მას ბათუმის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. თომას ილვესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დახვდა.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ის დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
თომას ილვესს იუსტიციის სახლს დაათვალიერებს. 5 ივლისს კი ესტონეთის პრეზიდენტი შეხვედრებს თბილისში გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები