24 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია
ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, საგამომცემლო ჯგუფი "ჯეო ექს ფაბლიშინგი~
და "სეზანი~ ხუთტომეული პრეზენტაციას გეგმავს.
პროექტის "ჩვენ და "ვეფხისტყაოსანი~ ფარგლებში გამოიცა ხუთტომეული: 1. შოთა რუსთაველი,
"ვეფხისტყაოსანი~ _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "ვეფხისტყაოსნის~ აკადემიური
ტექსტის დამდგენი კომისიის ბოლო რედაქციით; 2. "მოგითხრობთ "ვეფხისტყაოსნის~ შესახებ~ _
ენციკლოპედიური კრებული პოემისა და მისი ავტორის შესახებ; 3. "ვეფხისტყაოსანს~
მოგითხრობენ ავთანდილ არაბული და მამია მალაზონია _ პოემის პროზაული ვერსია, რომლის
ავტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული. ტექსტს ერთვის მხატვარ
მამია მალაზონიას ილუსტრაციები; 4. "ვეფხისტყაოსანს~ წარმოგიდგენთ ქეთი მატაბელი _
პოემის უძველესი ხელნაწერებისა და მხატვარ მამუკა თავაქარაშვილის ილუსტრაციების
მიხედვით შექმნილი 52 ფოლიანტი, რომელსაც ახლავს ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ესე
ქართულ და ინგლისურ ენებზე; 5. "ვეფხისტყაოსნის~ გამოცემათა ბიბლიოგრაფია 1712-2008 წ.წ.
_ ქართულ და უცხოურ ენებზე დაბეჭდილი პოემის 300-ზე მეტი გამოცემის ჩამონათვალი.
წიგნებს შეძენა შესაძლებელია ლიტერატურულ არტკაფე "ქარავანში~.