2011 წლის 4 ივლისს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა და „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ ევროპული ტურნეს მეორე ეტაპი დაიწყო.
როგორც ცნობილია 2011 წლის 23-24 ივნისს ბურჯანაძემ, 26 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპული ტურნეს პირველი ეტაპის ფარგლებში, შეხვედრები ბრუსელში გამართა.
ვიზიტი ევროპაში გრძელდება, უმაღლესი რანგის შეხვედრები დაგეგმილია როგორც ბრიუსელში, ასევე სტრასბურგში, სადაც ნინო ბურჯანაძე 2011 წლის 8 ივლისს ჩავა და შემდეგ თბილისში დაბრუნდება.
ამ შეხვედრების მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია 26 მაისამდე და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმ ნეობოლშევიკურ ტერორთან დაკავშირებით, რომელიც მძვინვარებს საქართველოში, რომ ევროპაში გაჩნდა ახალი დიქტატორი.