რუსეთ-ნატოს საბჭოზე, რომელიც სოჭში იმართება მხარეებმა ლიბიაში არსებული სიტუაცია განიხილეს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"ეს გამართლებულიცაა, ვინაიდან ნატოს მიერ ახლახანს მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში ნათქვამია, რომ ნატო პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. და ვინაიდან ნატომ თავის თავზე აიღო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შესრულება ლიბიის შესახებ, ჩვენ აზრები გავცვალეთ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ზედმიწევნით სტულდება საერთაშორისო სამართლის ნორმები",_ განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები