რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებს "ურთიერთშეკავებაზე" უარის თქმისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული საერთო პრობლემების დარეგულირებაზე გადასვლისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სოჭში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გახსნისას გააკეთა.
"დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება გავამყაროთ ჩვენი საერთო და ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გზას გაგვიხსნის ევროატლანტიკის ქვეყნების პოზიტიური ურთიერთქმედებისკენ. უნდა გადაფასდეს ურთიერშეკავებითი პოტენციალი და ის უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მივმართოთ", - განაცხადა ლავროვმა.