რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვსა და ნატოს შორის დიალოგი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესახებ ნელა და რთულად მიდის. ეს განცხადება ლავროვმა სოჭში გააკეთა სადაც დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა იმართება და რომელშიც ნეტოს გენერალურ მდივანთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობს.
"რა თქმა უნდა პრობლემები რჩება - ერთ ერთი მათგანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაა", _ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ "დიალოგის მიდის არც თუ ისე სწრაფად და არც თუ ისე ადვილად, როგორც ზოგიერთს წარმოედგინა ლისაბონის სამიტის შემდეგ".