ნატო არ არის ემოციური ორგანიზაცია და არც ამგვარი გადაწყვეტილება მიუღია 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "როსიისკაია გაზეტას" მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ეთანხმება თუ არა იგი ზოგი ექსპერტის დასკვნას იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე ნატოს რეაქცია ნაჩქარევი და ემოციური იყო.
"ნატო არ არის ემოციური ორგანიზაცია და ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო იმ მოვლენების შემდეგ ჩვენს პრინციპებზე იყო დაფუძნებული. დღემდე ამ პრინციპებზე ვდგავართ და ნატო სტულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში", _ აცხადებს რასმუსენი და აღნიშნავს, რომ ნატო კვლავინდებურად მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესაცებ მიღებული გადაწყვეტილება.
"ჩვენ არ ვართ თანახმანი რუსეთის მიდგომაზე ქართული კონფლიქტისადმი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ უთანხმოებების გამო ჩვენი ურთიერთობების პარალიზება მოვახდინოთ. თანამშრომლობა ხომ საუკეთესო კურსია", _ აცხადებს რასმუსენი.