მექსიკაში, ბაიას ნახევარკუნძულთან ტურისტული გემი ჩაიძირა. გემზე 45 ადამიანი იმყოფებოდა. ჩაძირვის შემდეგ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 23 ადამიანი. 6 მექსიკელისა 16 ამერიკელი ტურისტის გადარჩენა მოხერხდა და ისინი ვერტმფრენებით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი სან ფელიპედან 87 მილის დაშორებით მოხდა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, გემის ჩაძირვა ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია. დაკარგულების ძებნის პროცესს ცუდი ამინდი ართულებს.
მასალის გამოყენების პირობები