მსახიობი ლინდსი ლოჰანი 35-დღიანი შინაპატიმრობიდან განთავისუფლდა. სკანდალურ მსახიობს ახლა გამოსასწორებელი სამუშაო ელოდება. ფაქტი, რომ ლინდსის შინა პატიმრობა დასრულდა, არ ნიშნავს, რომ მან ვალი მოიხადა კანონის წინაშე.
ყელსაბამის ქურდობისთვის, გოგონას 480 საათი საზოგადოებრივი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. ლოჰანი პასუხისმგებლობით მიუდგა ვალდებულებას და როგორც კი დასრულდა სახლში ყოფნის დრო, მაშინვე ქალთა ცენტრში გამოცხადდა, სადაც სამუშაოს უახლოეს მომავალში მისცემენ.
"ძალზე აღელვებული ვარ, მოუთმენლად ველოდები საზოგადოებრივ სამუშაოს და ვგეგმავ, ფოკუსირება სამუშაოზე მოვახდინო", - აცხადებს იგი.