პარლამენტმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. მიღებული გადაწვეტილების თანახმად, შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება ოცი მეტრის რადიუსის ტერიტორიაზე აკრძალულია პროკურატურის, პოლიციის, საპატიმროებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და სამართალდამცველ ორგანოებთან; რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან და პორტებთან.
ასევე იკრძალება100 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილებთან და მათ შესასვლელთან აქციების გამართვა; აკრძალულია აქციის და მანიფესტაციის ჩატარება შენობების შესაველებთან, ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირება.
რაც შეხება ადმინისტრაციულ შენობებს, კანონში ჩაიწერა, რომ შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დააწესოს შეზღუდვა შეკრების შენობიდან დაშორების გამართვასთან დაკავშირებით, თუმცა არა უმეტეს 20 მეტრისა.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობების მოთხოვნის შემდეგ მსგავსი ნორმა ჩაიდო სასამართლოებთან მიმართებაშიც.
თუმცა, კანონპრექტის ავტორებმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაიზიარეს, რომელიც გულისხმობდა დაეკონკრეტებინათ რა ნივთების ქონა ეკრძალებოდათ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აქციის მონაწილებს ეკრძალებათ იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ან ცივი იარაღი; იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოიყნებოდეს შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით.
ასევე აკრძალულია ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების მომწამვლელი ნივთიერებანი ანდა ალკოჰოლიანი სასმელები.
თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი არ არის გზის გადასაკეტად, ასეთ შემთხვევაში მანიფესტანტებს ხელოვნურად გზის ჩაკეტვა არ შეეძლებათ.
ადგილობრივ თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოს აქვს უფლება დაიცვას ბალანსი შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ეწევა საქმიანობას იმ ადგილებში სადაც მიმდინარეობს შეკრება.
საქართველოს მთავრობას შეკრებებისა და მანიფესტაციის დაშლის გადაწყვეტილების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არ ან ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.