აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, კონგრესმენი დონ ბეიკონი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გათავისუფლებას მოითხოვს.
"მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმას და სურს უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის გამარჯვება, აშკარაა, რომ უიტკოფი სრულად რუსებს უჭერს მხარს. არ შეიძლება მისი ნდობა ამ მოლაპარაკებების წარმართვაში. დაქირავებული რუსი აგენტი მასზე ნაკლებს იზამდა? ის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს", - წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში.
კონგრესმენის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სტივ უიტკოფი უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე ტრამპთან სასაუბროდ რუსულ მხარეს რჩევებს აძლევდა.