პოლიტიკური მოძრაობა "თეთრები" ქუთაისში მდებარე "დიდების მემორიალის აფეთქებას აპროტესტებენ.
როგორც დღეს სასტუმრო "რედისონთან" გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, ძეგლის აფეთქება მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის პირადი შეურაცხყოფაა. შაშიაშვილის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლშევიკურ ტრადიციას.
"ეს არის "ნაციონალური" ვანდალიზმი, მივმართავ პარტიბეს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ შემოგვიერთდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის არა მხოლოდ ბერძენიშვილისადმი დამოკიდებულება, არამედ წმინდა ადგილის შეურაცხყოფა. ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით უკადრებელი აკადრა ქუთაისს და ქუთაისელებს", _ განაცხადა შაშიაშვილმა.
აღსანიშნავია რომ დღეს თემურ შაშიაშვილი მიემგზავრება ქუთაისში, სადაც ხვალ 14:00 საათზე ნგრევის პროცესში მყოფ "დიდების მემორიალთან" პრესკონფერენციას გამართავს