საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხსა და მუფტებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაჰმადიანური სალოცავების აღრიცხვასა და იურიდიულ გაფორმებას შეეხო.
როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ვაგიფ აგპეროვმა აღნიშნა, ქვეყანაში არაერთი მუსლიმანური სალოცავი, ნაგებობა თუ მიწაა, მაგრამ ისინი იურიდიულად აღრიცხული არ არის და არც შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს. ამიტომ ამ საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანია.
როგორც მუფტები აცხადებენ, აღნიშნულ ორგანიზაციას საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ქვეყნის აღორძინებაში საკუთარი წვლილის შეტანა უნდა.