მთავრობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელშეწყობას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ" კანონში.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო მოსაკრებელი ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0,5%-დან 0,1%-მდე დაიწევს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონიებს, რადგან, მათი ვარაუდით, მოსაკრებლის დაწევა, დასარეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობის ზრდით დაბალანსდება.