გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემში, რომელიც მე-5 საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ არის დაარსებული, მამათა მონასტერი ამოქმედდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვაზისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარმა მამა გრიგოლმა (მთვარელიშვილი) განუცხადა, წირვა - ლოცვა წვეროდაბალის ანუ თელეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღევლინება. `ვახტანგ მეფისეული ეკლესიის გარშემო აშენდა კელიები. აქ მყოფი მამები ზრუნავენ იმაზე, რომ ნაქალაქარ ჭერემში კვლავ დუღდეს სამონასტრო ცხოვრება~, - აღნიშნა მამა გრიგოლმა.