ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი ნგრევის პირასაა. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მუზეუმში წყალი ჩადის და კედლებიც დაბზარულია.
ქისტაურის მაცხოვრებლების თქმით, რაფიელ ერისთავის სახლ - მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მაჟორიტარ დეპუტატს პეტრე ცისკარიშვილს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
ახმეტის რაიონის სამუზეუმო გაერთიანების უფროსის თამაზ შაშიაშვილის განცხადებით, რაფიელ ერისთავის სახლი 1857 წელს არის აშენებული და დაზიანებები სიძველითაა გამოწვეული. `წლევანდელი ბიუჯეტი ამოწურულია და ვერაფერს გავაკეთებთ. საგანგაშო არაფერი ხდება. წყალი ჩადის, კედლებიც არის დაბზარული, მაგრამ მერე რა მოხდა? სხვა მუზეუმები ამაზე უარეს მდგომარეობაშია~, - განაცხადა შაშიაშვილმა.