იემენის სამხრეთში, ქალაქ ზაჟიბარის რაიონში მომხდარ შეტაკებას 16 სამხედროს სიცოცხლე ემსხვეპლა.
შეტაკება იემენელ სამხედრო მოსამსახურეებსა და "ალ ქაიდას" ბოევიკებს შორის მოხდა.
როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, დაღუპულებს შორის იემენის არმიის პოლკოვნიკიცაა.
ინფორმაცია "ალ-ქაიდას" მხრიდან მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.