საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატებმა განუცხადეს, საუბარი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის ქვეყნის პირველი პირისა და უმრავლესობის მსჯელობის საგანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მიღწეული შეთანხმება გახდა.
უმრავლესობის წევრების თქმით, პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიზანია არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს და ამით სხვა ქვეყნებს მაგალითი მისცეს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო თემაზე შეთანხმების გარდა საუბარი ქვეყანაში სხვადასხვა სექტორში დაგეგმილ პროექტებსაც შეეხო, მათ შორის ყურადღება ბათუმსა და ანაკლიაზე გამახვილდა.