რუსეთის პრეზიდენტის ყაზანში ვიზიტი კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად დიმიტრი მედვედევს უსიამოვნო ინციდენტი ჯიპის მართვისას შეემთხვა.
მედვედევს მუხრუჭმა უღალატა და კინაღამ ხალხს შეეჯახა. ვიდეომასალა უკვე გავრცელდა სოციალური ქსელებით.
ჯიპის შეჩერება მხოლოდ უშიშროების სამსახურის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.
კრემლში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ვარაუდობენ, რომ რუსეთის პირველ პირს მუხრუჭების მოხმარების წესი დაავიწყდა.