საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ნაციონალურ მოძრაობაში" განუცხადეს, პრეზიდენტთან მმართველი გუნდის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობენ.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველი პირი საკუთარი გუნდის წევრებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავს.