რუსეთის ხელისუფლებამ იაპონურ კომპანიებს კურილიის სადავო კუნძულებზე ნავთობისა და გაზის ერთობლივი მოპოვება შესთავაზა.
ექსპერტების აზრით, შეთავაზება ეკონომიკურად გამართლებულია, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო ნაკლებად განხორციელებადი.
კურილიის რესურსების ერთობლივი ათვისების წინადადებით იაპონიას კურილიის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ვიქტორ იშაევმა მიმართა,
იაპონურ გაზეთ Nihon Keizai Shimbun.თან მიცემულ ინტერვიუში იშთაევმა განაცხადა, რომ ის კარგად იცნობს იაპონელ ბიზნესმენებს, რომლებსაც რუსეთთან კურილიის საკითხებში თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვთ.
რუსულ-იაპონური კოოპერაციის იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ვიტალი ბუშუევის განხადებით პოლიტიკური მიზეზების გამო ეს ნაკლებად რეალურია .