მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორად საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი  აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფონდის საბჭოს 24-ვე წევრმა ერთხმად დაამტკიცა.
ლაგარდის ერთადერთი კონკურენტი მექსიკის ცენტრალური ბანკის მმართველი აუგუსტინ კარსტენსი იყო. 
როგორც ფონდის ოფიციალურ მოხსენებაშია ნათქვამი,  ოფიციალურად ახალი დირექტორი მოვალეობების შესრულებას 5 ივლისიდან შეუდგება. 
ლაგარდის მთავარი ამოცანა მსოფლიო სავალუტო ფონდში ევროზონაში კრიზისის დამარცხება, კონკრეტულად კი საბერძნეთში ვითარების დარეგულირება იქნება.