საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის შესახებ ლეიბორიტული პარტიის ინიციატივას "ქართული პარტიაც" შეურთდა.
შესაბამის დოკუმენტს პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ხელი დღეს მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით "ლეიბორისტები" 23 ივნისს გამოვიდნენ. როგორც პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ეს არის სააკაშვილის გადადგომის მრავალპარტიული მოთხოვნა და მათ მიერ შედგენილ დოკუმენტს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ხელმოსაწერად, ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაუგზავნიან.
დოკუმენტი ხელმოსაწერად ,,ახალ მემარჯვენეებს", ,,დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსთვის", მოძრაობა `თეთრებს~, ,,სამართლიან საქართველოს", ,,საქართველოს გზას", ეროვნულ ფორუმს, კონსერვატიულ პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას, ,,ქართულ დასს", ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს, ,,ქართულ პარტიას" და ,,თავისუფალ საქართველოს" გაეგზავნათ, მათგან მას ხელი ნინო ბურჯანაძემ უკვე მოაწერა.