დღეს, 29 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  3  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 17 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.350%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 9.420%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.380%-ით განისაზღვრა.