რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პოზიციები, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის პოზიციებთან შედარებით ბევრად უფრო სუსტია. შესაბამისი აზრი ვითარდება Wikileaks-ის ინფორმაციები მიხედვით, რომელსაც „ნოვაია გაზეტა" აქვეყნებს.
ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ვებ-გვერდ Wikileaks-ზე აშშ-ის დიპლომატიური მიმოწერის შედეგები ქვეყნდება. დოკუმენტებში წარმოდგენილია რუსი პოლიტოლოგების მიერ 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგება და არსებული ვითარების შეფასება.
როგორც Wikileaks-ის ადმინისტრაცია იუწყება, ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატების მოსკოვის საელჩოს გასაიდუმლოებული დიპლომატიური ფოსტიდან.
შეტყობინებები მომზადებულ იქნა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის მოადგილის ნიკოლას ბერნსის და ოთხი გავლენიანი რუსი პოლიტოლოგის შეხვედრის საფუძველზე, რომელიც 2010 წლის 13 თებერვალს შედგა.
Wikileaks-ის ადმინისტრაცია რუსი პოლიტოლოგების, რუსული პოლიტიკური ელიტის ,,შურისმაძიებელი პოლიტიკიდან" გამომდინარე შეგნებულად არ ახმაურებს.
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პოზიციები, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის პოზიციებთან შედარებით ბევრად უფრო სუსტია.
მათი თქმით, ნათელია რომ პუტინს სურს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება.
,,პრეზიდენტობის პირველ წელს მან (მედვედევმა) სახელმწიფო სტრუქტურებში 1000 მხარდამჭერი მიიყვანა. პუტინის მხარდამჭერების რაოდენობა კი 7000 კაცს შეადგენს აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა ძალოვან სტრუქტრებშია", -ნათქვანია ერთ-ერთი პოლიტოლოგის მოხსენებაში.