საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციას საქართველოში მიმდინარე და უკვე გატარებული რეფორმები გააცნო.
როგორც ჩეხეთის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მინაშვილმა განაცხადა, ჩეხეთის რესპუბლიკა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
"ჩეხეთი ჩვენი ახლო მეგობარი და პარტნიორია. მათ თავის გამოცდილებიდან გამომდინარე კარგად ესმით რა გამოწვევის წინაშე დგას და რა წარმატებას მივაღწიეთ დემოკრატიული რეფორმების კუთხით", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ჩეხეთი და საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში მჭიდროდ თანამშრომლობენ და ურთიერთ მხარდამჭერები არიან.