ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვენ ცზიაბაოსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის ბერლინში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 15 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ლიდერებმა განაცხადეს, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 200 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
ამჟამად გერმანია ევროკავშირის ქეყნებიდან ჩინეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
ერთად გერმანია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან.
დღეს გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებებიდან აღსანშინავია მოლაპარაკება Airbus-სა და China Aviation Supplies -ს შორის, რომელიც A320-ის ტიპის 88 ლაინერის მიწოდებას ითვალისწინებს .
კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 7.5 მილიარდი ევროა