ლიბიელმა ამბოხებულებმა მუამარ კადაფის არმიის მიწისქვეშა ბუნკერების უმსხვილესი კომპლექსის აღება შესძლეს, სადაც იარაღის მნიშვნელოვანი მარაგია განთავსებული.
BBC-ის ინფორმაციით, საწყობების მიმდებარედ არ დარჩა არც ერთი ჯარისკაცი, რომელიც მხარს უჭერს მუამარ კადაფის.
ნატოს ავიაციამ ბუნკერებზე დარტყმა რამდენიმე დღის წინ მიიტანა. ამბოხებულებმა შესძლეს, კადაფის ჯარების მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის მიუხედავად, სასაწყობე კომპლექსის აღება და ჯარის სატრანსპორტო კომპლექსის ლიკვიდაცია.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იარაღების საწყობების აღება, შესაძლოა, ამბოხებულებისთვის დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამჟამად ბრძოლის ხაზი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან 50 კილომეტრში გადის.