16 დეკემბერს, 15:30 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემია, თანამედროვე ხელოვნების არქივი "არქიდრომი" და ჯგუფი "ბულიონი" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში წარმოადგენს თანამედროვე ესტონური ხელოვნების გამოფენას. ნაჩვენები იქნება ოთხი ესტონელი ხელოვანის _ ჰანეს ასამეტსის, ჰენრი ჰუტის, მიჰიკელ ილუსის და მიჰიკელ მარიპუს _ ვიდეოარტი, პერფომანსი და ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა ეწყობა ესტონეთის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით.
17 დეკემბერს კი, 16:00 საათზე, "არქიდრომის" ინიციატივით სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში გაიმართბა დისკუსია ხელოვანებთან.