რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი კატეგორიულად უარყოფს რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე თითქოს საქართველო ახალგორის დასაბრუნებლად ემზადება.
"ის ხალხი ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს ჯანმრთელი ვერ არის",- განაცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ქართული მხარე არაფრისთვის არ ემზადება, რასაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ადასტურებს.
ს"საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის ვინ არის აგრესორი", - განმარტა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ რომ რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით საქართველო ახალგორის დაბრუნებისთვის ემზადება.