რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ნაუროს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კომედიად აფასებს და აცხადებს, რომ ეს აღიარება რუსეთმა 50 მილიონ დოლარად იყიდა.
"კომედიაა ის რომ ვენესუელასა და ნიკარაგუას სიაში ნაუროც ჩაეწერა", - განაცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლის განმარტებითაც რუსეთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ტყუილად უხარიათ.
იაკობაშვილის განმარტებით ეს აღიარება საერთაშორისო პოლიტიკაში არაფერს შეცვლის.
შეგახსენებთ რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა დღეს კიდევ ერთმა ჯუჯა სახელმწიფომ, ნაურომ ცნო.