საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი პარლამენტის დეპუტატების კონსტანტინე გამსახურდიასა და ჯონდი ბაღათურიას შუამდგომლობას ცოტნე გამსახურდიას პატიმრობიდან თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ მიიღებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი მიიჩმევს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს.
"პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ყველა, მიუხედავად ტავისი წარმომავლობისა, კანონის წინაშე უნდა იყოს თანაბარ პირობებში", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.