პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამარულ ტრადიციულ ბრიფიგზე დღეს სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებით მიმდინარე "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" შესახებ კომენტარი გააკეთა.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთს დიალოგი მხოლოდ ებრალიძესთან და მსგავს ფიგურებთან შეუძლია და არა დემოკრატიულ ძალებთან.
მანანა მანჯგალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ებრალიძე შემონახულია მთავარ მამოძრავებელ ძალად დესტაბილიზაციისათვის
"დღეს სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებით მიმდინარე "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" შესახებ პრეზიდენტის პოზიცია ასეთია: ასეთ ადამიანებთან შეუძლია რუსეთს დიალოგი და არა დემოკრატიულ ძალებთან. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ებრალიძე შემონახულია მთავარ მამოძრავებელ ძალად დესტაბილიზაციისათვის", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.