საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ქმედებებს საქართველოს მიმართ შაჰ აბასის ქმედებებს ადარებს.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და აცხადებს, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა სუზტი განმარტება გააკეთა აფხაზეთის ე.წ არჩევნებთან დაკავშირებით.
"აფხაზეთის ე.წ არჩევნებს აშშ-მ და ევროკავშირმა უკვე უწოდა არალეგიტიმური და ეს არის ზუსტი განმარტება ამ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით. რუსეთმა რაც საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა, ასეთი რამ შაჰ აბასსაც არ გაუკეთებია. რუსეთი საქართველოს მოექცა ისე, როგორც სტალინი ბალტიისპირეთს და ჩრდილოეთ კავკასიას", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.