ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი, ირაკლი ალასანია ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ალიანსის წრვრის ზაზა გოგსაძის სახლში შეიარაღებული პირებიშეიჭრნენ და უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს.
ირაკლი ალასანია აღნიშნულ ფაქტს პარტიის დისკრედიტაციად აფასებს.
ალასანია ასევე გამოეხმაურა ბოლო დროს გასულ სატელევიზიო სიუჟეტებს, სადაც მას წარსულში მომხდარ მკვლელობებთან კავშირში სდებენ ბრალს.
"მივმართავ შინაგან საქმრთა მინისტრს რომ, გუშინდელი ფაქტები არ დარჩეს უყურადღებოდ და პირადად ჩაერთოს ამ საქმის გარკვევაში და შეაჩეროს რეპრესიული მანქანა. რაც შეეხება სიუჟეტებს, ხელისუფლება პარტიის წინააღმდეგ აწარმოებს ბინძურ კამპანიას", _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.