რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ეუთო-ს საბერძნეთის თავჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ხარალამპუს ხრისტოპოლუსა და ყაზახეთის წარმომადგენელს ეუთოში ბულატ მურგალიევს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იაკობაშვილმა განუცხადა, საუბარი ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხს, ამ მიზნით საქართველოში ჰამერბერგის დაგეგმილ ვიზიტს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას შეეხო.
"დეტალურად განვიხილეთ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხი და იმედი გამოვთქვით რომ ჰამებრბერგი, რომელიც საქართველოში, სვაარუდოდ 17 დეკემბერს ჩამოვა ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება. ამასთან ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელწმიფო სტრატეგიასზე და მიგვაჩნია რომ ეუთოს ამ სტრატეგიის განხორციელებაში შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს" - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეუთოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა ყაზახეთი იქნება და იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთოს მისიის მოღვაწეობა საქართველოში წინ წაიწევს.