ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა გადაწყვიტეს, გააფართოონ ეკონომიკური სანქციები ბელორუსის მიმართ და სამი ბელორუსული კომპანიის აქტივები გაყინონ, რომლებიც პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან არიან კავშირში.
როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირის კულუარებში არსებულმა დიპლომატიურმნა წყარომ აცნობა, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რათა აიძულონ ლუკაშენკოს რეჟიმი, შეწყვიტოს რეპრესიები ოპოზიუციური ძალების წინააღმდეგ.
ბელორუსის საქმიანი წრეების წარმომადგენლები ევროკავშირის "შავ სიაში" არიან შეტანილნი, რომელშიც ამ დრომდე იმყოფებოდნენ ჩინოვნიკები, რომლებიც ოპოზიციის გამოსვლების ჩახშობასთან იყვნენ კავშირში. ამ სიის ფიგურანტებს აკრძალული აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და მათი აქტივები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ქვეყნებში გაყინულია.