ირლანდიაში, დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ფინეთში და სლოვენიაში ელჩების თავიდან დანიშვნა მოხდება.
როგორც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების გამო ელჩების აკრედიტაციის წესი შეცვალა, რის გამოც აუცილებელი გახდა ელჩების თავიდან დანიშვნა.
ამასთან, სპიკერის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან თხოვნა იყო, რომ რადგან ელჩების მხოლოდ თავიდან დანიშვნა ხდება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით ელჩების თბილისში ჩამოსვლა სავალდებულო არ იყოს.
როგორც ცნობილია, ირლანდიაში, დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა გიორგი ბადრიძეს უკავია, ფინეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქავთარაძეს და სლოვენიის რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს.