გადაცემა "ვის უნდა 20 000" წამყვანი მამუკა გამყრელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის წარგინება საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა.
გარდა ამისა, დანიაში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება, კერძოდ კი დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პარლამენტი კენჭს ნიკოლოზ რთველიაშვილს უყრის.
როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, პროცედურის თანახმად ელჩების კანდიდატურები კომიტეტებში მოსმენებს გაივლიან.