პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ გჟეგოჟ სხეტინამ საქართველოში სტიქიის დროს დაღუპული ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ამის შესახებ სხეტინამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგზე აღნიშნა.
"მინდა მოგისამძიმროთ სტიქიის დროს დაღუპული თანამემამულეების გამო. კატაკლიზმისა და სტიქიის დროს ადამიანი უძლური ხდება", - აღნიშნა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების გამო გამოწვეულ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.