პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
"მინდა მიუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოვხატო გარდაცვლილთა ოჯახების და ახლობლების მიმართ. იცით, რომ დღეს დილით კიდევ ერთი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ეს ძალიან დიდი ტრაგედია მათი ოჯახებისთვის და ყველას უთანაგრძნობ მწუხარებას", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, სიტუაცია რთული რჩება, მაგრამ მყისიერი საფრთხე მოსახლეობის სიცოცხლისთვის აღარ არსებობს, თუმცა კიდევ ბერი რჩება გასაკეთებელი ვითარების ნორმალიზებისთვის.
"ეს დღეებია სრული მობილიზაციის მუშაობს მთავრობა, სამაშველო სამსახურები. დღეს დილით, ჩემი დავალებით დეპუტატთა ჯგუფი იყო ჩასული რეგინში, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას შეხვდნენ", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა და აქვე მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად.