ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად პოლონეთის გახდომა საქართველოს და ევროკავშირის შორის პროცესების დაჩქარების შანსია. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე გჟეგოჟ სხეტინასთან გამართულ ერთობლივი ბრიფინგის დროს აღნიშნა.
"მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფებიან იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელიც სამართლიანად ითვლება ევროპაში საქართველოს გულშემატკივრად და მხარდამჭერად. ქართულ-პოლონური ურთიერთობები შეიძლება იყოს განხილული ნიმუშად, როგორც მოდელი მეგობრობის და პარტნიორობის, რომელიც ვითარდება და გაგრძელდება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურად, ასევე სიმბოლურად, რომ პოლონეთი რჩება საქართველოს მხარდამჭერად და მის დღის წესრიგში საქართველო ძალიან აქტუალური თემა.
"წელს 1-ლი ივლისიდან პოლონეთი ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორედ ის მომენტი და შანსი, როდესაც ჩვენი ურთიერთობა მაქსიმალურად ეფექტურად და პოზიტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ამაზე არსებობს ჩვენი პოლონელი მეგობრების მზადყოფნაც და ჩვენი სურვილიც", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძის თქმით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის დროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, კერძოდ კი ქართულ მხარეს რის გაკეთება სურს ევროკავშირთან მიმართებაში.
"ჩვენ და ჩვენი პოლონელი მეგობრები წლის მეორე ნახევარში, როდესაც პოლონეთი გახდება თავმჯდომარე ქვეყანა და ეს გავაძლევს შანს, რომ დავაჩქაროთ ყველა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობის საქართველოს და ევროკავშირის შორის", - აღნიშნა ბაქრაძემ.