"ომი სამხრეთ ოსეთში რუსეთს არ დაუწყია", - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა "The Financial Times"-სთან საუბარში გააკეთა. "მაგრამ თქვენ იცით ჩვენი თვალსაზრისი. ეს ჩვენ არ დაგვიწყია, ეს მათ დაიწყეს და მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში ოპტიმალური ურთიერთობა იყო მიღებული. მე ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ", _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ "ძალიან მართალი იქნებოდა" მომხდარი სამხედრო კონფლიქტის "თავიდან არიდება მომხდარიყო".
"სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტით გამოცდა - ეს ყოველთვის ყველაზე სერიოზული გამოცდაა ქვეყნის ხელმძღვანელისათვის. ვისაც ეს არ გაუვლია, ბედნიერი ადამიანია, მე მშურს მისი", _ განაცხადა მედევდევმა.
მედვედევმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსკოვის მოქმედებებმა 2008 წლის აგვისტოში ერთის მხრივ რუსეთის ნაციონალური ინტერესები დაიცვა და მეორეს მხრივ კონფლიქტის ფორსირება აიცილა თავიდან.
"იგი იყო, მაგრამ იგი იყო მოკლე და მას არ ჰქონდა ისეთი არსებითი შედეგები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს ასეთ კონფლიქტს", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.