28 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, კომპანია „ნატახტარი", პიარ სააგენტო „ჯეპრასთან" ერთად, აცხადებს მედია-კონკურსს თემაზე `ადგილობრივი ლუდი - ყოველთვის ახალი", რომლის მიზანია მედიის საშუალებით მიაწოდოს ქართველ მომხმარებელს სასარგებლო და მიუკერძოებელი ინფორმაცია ლუდის ადგილობრივი წარმოებისა და ლუდის ხარშვის ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ.
კონკრეტულად კი კომპანია „ნატახტარის" სიახლეების, ბრენდების, მისი წარმადობის, ექსპორტისა და ნატახტრის წყლის უნიკალურობის შესახებ. მოცემული კონკურსი გამოავლენს შეჯიბრების მთავარ თემაზე მომზადებულ საუკეთესო მედია პროდუქციას (საგაზეთო სტატია, ინტერნეტ პუბლიკაცია, ბლოგი, ტელე და რადიო სიუჟეტი და სხვ.).
კონკურსის დამთავრების შემდეგ დაჯილდოვდება 11 გამარჯვებული 4 სხვადასხვა კატეგორიაში: I პრემია - 2000 ლარი (1 ადგილი) II პრემია - 1000 ლარი (2 ადგილი) III პრემია - 500 ლარი (3 ადგილი) IV.