ხვალ, 20 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე გჟეგოჟ სხეტინა ეწვევა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გჟეგოჟ სხეტინა პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგა დავით ბაქრაძესთან გამართავს, რის შემდეგაც დაგეგმილია სპიკერების ერთობლივი ბრიფინგი.
ხვალვე, დავით ბაქრაძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის წევრებს: იან ოლდაკოვსკის და მიხალ იაროსის ღირსების ორდენით დაჯილდოვებს, რის შემდეგაც დელეგაცია საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შეამკობს.
იმავე დღეს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე შეხვედრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისშიც გამართავს.
ვიზიტის მეორე დღეს, 21 ივნისს კი, პოლონელი სტუმრები მცხეთის ღირსშესანიშნაობებსა და დავით სარაჯიშვილის სახელობის კონიაკის
ქარხანას დაათვალიერებენ.
დღის მეორე ნახევარში, ბოლო შეხვედრას პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე, გჟეგოჟ სხეტინა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან გამართავს, რის შემდეგაც დელეგაცია თბილისს დატოვებს.