ხვალ, 20 ივნისს, პარლამენტში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც ჟურნალისტებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე მოხდება.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტს 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის საჯარო მოსმენა უკვე გაიმართა. ამასთან, უმრავლესობამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ კანონპროექტის განხილვა ფრაქციების დონეზეც მოხდეს.