დღეს, 13:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
როგორც"ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღევანდელ სხდომაზე მინისტრები 20-მდე საკითხს განიხილავენ.
საკითხებს შორისაა კანონპროექტი თვითმმართველობისა და ქალაქის რეკრეაციული ზონების შესახებ.
ცვლილების თანახმად, ქალაქში რეკრეაციული ზონების განსაზღვრა არა ქალაქის საკრებულოს, არამედ მთავრობის მიერ მოხდება.