საფრანგეთის საელჩოს ახალი ოფისი - დიპლომატიური წარმომადგენლობა კრწანისის ქუჩაზე 49 ნომერში ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ მიწვეულნი. წითელი ლენტი გრიგოლ ვაშაძემ და საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის თანამშრომლობის საკითხთა მინისტრმა ანრი დე რენკურიმ გაჭრეს. ახალ ოფისში საელჩოს ყველა განყოფილება განთავსდება და მოქალაქეებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღების საშუალება, მათ შორის სავიზო საკითხების მოგვარებაც შეეძლებათ. აქამდე საფრანგეთის საელჩოს ოფისი გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა.
"ეს საელჩო უფრო შეესაბამება საფრანგეთის სტატუსსა და საფრანგეთის როგორც ქვეყნის დონეს. მინდა ვთქვა, რომ ეს საელჩო და აქ მომუშავე ხალხი ყოველთვის ყვერდში ედგა საქართველოს. 2008 წელს თუ გავიხსენებთ, როდესაც საფრანგეთის ელჩი საქართველოში ნატონი ერიკ ფუნრნიე დაცვის გარეშე ბატონ კახა ლომაიასთან ერთად ჩავიდა რუსების მიერ ოკუპირებულ გორში, ან კიდევ ფაქტიურად მარტო გააჩერა რუსული ბანდფორმირებები, რომლებიც იყვნენ შემოჭრილნი, როდესაც მან ფრანგული ფროშა აღმართა საჩხერის საწვრთნელ ბაზაზე", _ განაცხადა საელჩოს გახსნის ცერემონიალზე საქარეთველოს საარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.